"ბარსელონას" სალაჰისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

24 ოქტომბერი 2021, კვირა


ბარსელონა" "ლივერპულის" შემტევით, მუჰამედ სალაჰით ინტერესდება, - იტყობინება El Nacional.

წყაროს თანახმად, ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შანსებს ის ამცირებს, რომ მათი კონკურენტი "მანჩესტერ სიტი" იქნება.

მოს "წითლებთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. მართალია, მის გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე დაწყებულია, მაგრამ მოლაპარაკებები საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მოარული ხმების მიხედვით, მერსესაიდული კლუბი სალაჰის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სალაჰს არასდროს დაუმალავს, თუ რაოდენ უნდოდა თავის ესპანურ გრანდში გამოცდა. 29 წლის მუჰამედისთვის ეს შეიძლება ბოლო შანსიც კი იყოს, ამიტომ "ბლაუგრანას" შემოთავაზებაზე ის აუცილებლად დაფიქრდება.

ცნობისთვის, 2021/2022 წლების სეზონი ეგვიპტელმა გენიალურად დაიწყო. უკვე მრავალი მატჩია, რაც სალაჰი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, რაც მის საოცარ ფორმას უსვამს ხაზს.

მიმდინარე სეზონში ჩატარეულ 12 მატჩში მოს ანგარიშზე 12 გოლი და 4 ასისტია.

კომენტარები: