"რეალი" მანჩესტერ "სიტის" ვარსკვლავით ინტერესდება

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


საფეხბურთო ჟურნალისტის სანტუ აუნას ცნობით, მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა ზამთარის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

მისი თქმით, ალჟირელის დამატებით არაერთი გრანდია დაინტერესებული, რომელთა შორისაა: "პარის სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი"
აღსანიშნავია, რომ მადრიდელები მომავალ ზაფხულს მაღალი დონის მოთამაშეების დამატებას გეგმავენ და შესაძლოა, "სიტის" გარემარბი "ბლანკოსის" გეგმებში შედიოდეს. 

შეგახსენებთ, რომ მაჰრეზს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 42 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები: