“აღარც პირბადე გვჭირდება, აღარც ტესტები და აღარც რეგულაციები” – ზაზა უჯმაჯურიძე

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


“აღარც პირბადე გვჭირდება, აღარც ტესტები და აღარც რეგულაციები” – ზაზა უჯმაჯურიძე


და­ნი­ამ ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნა და ნორმალურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და.

იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ონ­კო­ლო­გი ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გვე­სა­უბ­რა.

– ბა­ტო­ნო ზაზა, და­ნია იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მო­იხ­სნა… რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ?

– დიახ, ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა… და­ნი­ა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­სად აღარ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სურ­ვი­ლი თუ ვინ­მეს აქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­უძ­ლია ატა­როს… ერ­თა­დერ­თი – პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რჩე­ბა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში, რად­გან აე­რო­პორ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცეა და ათა­სი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირე­ვა.

სრუ­ლი­ად და­ვუბ­რუნ­დით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ტესტებიც აღარ გვჭირდება.
მე უკვე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, რომ მე­სა­მე აცრა ჩა­ვი­ტა­რო და ძლივს ვი­პო­ვე ად­გი­ლი, იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა იყო… ორ კვი­რა­ში იყო პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­ვე­წე­რე… პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ებს და მედ­პერ­სო­ნალს. მე, რო­გორც მედ­პერ­სო­ნა­ლი, ადრე გა­მო­მი­ძა­ხეს… ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლას ეტა­პობ­რი­ვად მო­უ­წევს…

– ის­რა­ელ­მაც აცრა მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ იქ ისევ იფეთ­ქა.

– ის­რა­ელ­ში არ იყო აც­რილ­თა რი­ცხვი ასე მა­ღა­ლი. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტამ­დე იყო აც­რი­ლი და და­ნი­ა­ში ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბი 90 პრო­ცენ­ტამ­დეა…
– სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბაზე რას იტყო­დით?

– ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ! მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა, მთა­ვა­რი აც­რაა!  ვთხოვ ყვე­ლას – მთავ­რო­ბას, ექი­მებს, ეკ­ლე­სი­ას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ტა­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია აც­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმე­დი მაქვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა აც­რე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით.



კომენტარები: