კონტე: "ის, ვინც მე მიწვევს, ბანკს ძარცვავს"

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ტოტენჰემის იტალიელ დამრიგებელ, ანტონიო კონტეს ინგლისურ კლუბში დანიშნულ ხელფასზე საუბარი მოუწია.

"ჩემი ხელფასი ბანკის ძარცვას ჰგავს? ვფიქრობ, ის, ვინც მე მიწვევს, ბანკს ძარცვავს. შენ შენს საქმეს აკეთებ. მისი სწორად შესრულება სწორია. ჩემს სამუშაოს უმაღლეს დონეზე ვუმკლავდები, ამიტომაც არის რომ ამდენს მიხდიან.

ოთხეულში მოხვედრა - გამოწვევაა. პრემიერ ლიგა მეტად რთული ტურნირია, მაგრამ შევეცდებით, რომ თითოეულ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ და კარგად გამოვიდეთ კონფერენც ლიგაზე," - კონტეს ციტირებს Football Italia.

ადრე გავრცელებული ცნობით, კონტე ხელშეკრულებით წელიწადში 15,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.


კომენტარები: