მბაპე: "არჩევანის გაკეთება მესის და რონალდუს შორის რომ მიწევდეს..."

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


"პარის სენტ-ჟერმენის" ფრანგ ვარსკვლავს და "რეალის" სამიზნეს, კილიან მბაპეს France Football-თან რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში საინტერესო თემებზე საუბარი მოუწია.

ახალგაზრდა შემტევს იმაზეც ჰკითხეს აზრი, თუ ვის ათამაშებდა თავის გუნდში - ლეო მესის თუ კრიშტიანუ რონალდუს.

"არჩევანის გაკეთება მესისა და რონალდუს შორის რომ მიწევდეს, საკუთარ თავს სათადარიგოთა სკამზე დავსვამდი და მათ ერთად ვათამაშებდი, რაც გუნდს აუცილებლად გამარჯვებას მოუტანდა." - განაცხადა მაშინ მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ ადრეული ბავშვობიდან კილიანი პორტუგალიელი ლეგენდის პერსონალური ქომაგი გახლავთ, თუმცა, მას ობიექტურობის გრძნობა ნამდვილად არ ღალატობს

კომენტარები: