დიდი დაბრუნება? - სტერლინგით "ლივერპული" დაინტერესდა

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


რაჰიმ სტერლინგს, შესანიშნავი ევრო 2020-ის მიუხედავად, "მან. სიტის" ძირითადში მოხვედრა უჭირს. გუარდიოლა მასზე მეტად ფოდენს და ბერნარდო სილვას ენდობა, ასე რომ უკვე დადის ჭორები ინგლისელის შესაძლო წასვლაზე.

SportWitness-ის ინფორმაციით, მისით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი, "პსჟ"-სთან ერთად, სწორედ "ლივერპულია".

მოგეხსენებათ, სტერლინგმა თავისი კარიერა სწორედ "ლივერპულში" დაიწყო, სანამ 2015 წელს "სიტიში" გადაბარგდებოდა 50 მილიონ ევროდ. ამ საკმაოდ სკანდალური ტრანსფერის გამო კი რაჰიმი ბევრ სქაუზერს შეზიზღდა და მათ ნამდვილად არ გაუხარდებათ მისი ისევ ხილვა მერსესაიდში.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტერლინგი მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია და იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ის მხოლოდ 26 წლისაა და კარიერის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ის ცუდი შენაძენი ნამდვილად არ იქნებოდა.

კომენტარები: