როდის გაოფიციალურდება კონტეს ტოტენჰემში დანიშნვა?

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტეს ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნვას წინ აღარაფერი უდგას. იტალიელი "ჰოტსპურში" ნუნო ეშპირიტუს ნაცვლად მოდის.

მილანის "ინტერის" ყოფილი სპეციალისტის დანიშნვაში მთავარი როლი ითამაშა "სპურსის" გენერალურმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც მასთან ერთად ჯერ კიდევ ტურინის "იუვენტუსში" მუშაობდა.
52-წლის ტაქტიკოსის "ტოტენჰემში" მოსვლა გაოფიციალურდება დღეს, 2 ნოემბერს, ორწლიან კონტრაქტზე (2023 წლამდე) ხელის მოწერით, გახანგრძლივების პერსპექტივით.
რაც შეეხება კონტეს ყოველწლიურ ანაზღაურებას ლონდონში, საუბარია 15.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის შესახებ. შეგახსენებთ, იტალიელი მწვრთნელი ინგლისის დედაქალაქში უკვე მოღვაწეობდა.
ანტონიო 2016-2018 წლებში წვრთნიდა "ჰოტსპურის" თანაქალაქელ "ჩელსის", რომელსაც პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. ველით "არისტოკრატების" ექს-დამრიგებლის მეორედ მოსვლას ეპლ-ში.


კომენტარები: