მხოლოდ 1 კვირა მოსამზადებლად - FIFA ფეხბურთელებს აღარ ინდობს

14 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


მსოფლიო ჩემპიონატი საფეხბურთო სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა, თუ ყველაზე დიდი არა.

მთელი მსოფლიოს გარშემო, ქომაგები მოუთმენლად ელიან ტურნირს, რომელიც, როგორც წესი, ზაფხულში ტარდება.

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული იქნება და 2022 წელს, კატარში გასამართი ტურნირი ნოემბერში დაიწყება.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L'Equipe იუწყება, რომ ფეხბურთელებს არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ 1 კვირა ექნებათ ტურნირისთვის მოსამზადებლად.

გუნდები ფეხბურთელებს 14 ნოემბერს გაუშვებენ ეროვნულ ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატი კი 21 ნოემბერს დაიწყება.

FIFA ფეხბურთელების ისედაც გადატვირთულ კალენდარს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.


კომენტარები: