მიხეილ სააკაშვილი იმას იმკის რაც დათესა წარსულში - გაფრინდაშვილი

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


მიხეილ სააკაშვილს რომ არ დაეტოვებინა ეს
სისტემა, რომელიც ქართული ოცნებისთვის მაშინ
ცუდს აკეთებდა და დღეს კარგს აკეთებს, ეს
შედეგი არ იქნებოდა“, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა
გაფრინდაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ციხეში ყოფნისას ზუსტად იცის
პატიმარმა თუ რას გააკეთებს გასვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, არავის ვუსურვებ ციხეში ყოფნას,
იმიტომ, რომ საკმარისია რამდენიმე დღე
გაატარო, იცოდე, თუ რას გააკეთებ, როდესაც
მორჩება შენთვის მისჯილი ვადა. არ არის
აუცილებელი, რომ 10 და 20 წელი გაატარო
ციხეში. ერთ კვირაში, ერთ თვეში უკვე საკუთარ
თავში მონარშული გაქვს და იცი, რა და როგორ
არის.
ბატონი მიშას შიმშილობა, ჩემი აზრით, არ იყო
იმპულსური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ
ძალიან რთულია, ასე უცბად დაიწყო შიმშილობა,
თუ წინასწარ არ მოემზადე, ძნელია და,
სამწუხაროდ, ალბათ, ბატონმა მიშამ თავისი
მონაგარის შედეგს იღებს. მე ბატონი მიშას
წინააღმდეგი ვიყავი თავის დროზე, იმიტომ, რომ
მე არ მინდოდა პრეზიდენტი, რომელიც
იმპულსურად იღებდა გადაწყვეტილებებს.
სამწუხაროდ, იმ პერიოდში ასე იყო, დიდი
ძალაუფლება ჰქონდა ხელში და, სამწუხაროდ, ეს
დამანასიათებელია, ალბათ, ყველა
რევოლუციური... იგივე, როგორც რობესპიერმა
გილიოტინა მოიპოვა თავისი თავისთვის, ასევე
ბატონმა მიშამ თავისი დატოვებული სასამართლო
სისტემით მოიპოვა ეს პატიმრობა.
მას რომ არ დაეტოვებინა ეს სისტემა, რომელიც
ქართული ოცნებისთვის მაშინ ცუდს აკეთებდა და
დღეს კარგს აკეთებს, ეს შედეგი არ იქნებოდა.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლიანი
სასამართლოს უფლება და, ალბათ, პირველი
მოთხოვნაც ბატონი მიშასი ეს არის,“ - ამბობს ვაჟა
გაფრინდაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“
საუბრისას.

კომენტარები: