„რეალი“ ვინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის „რეალში“ ბრწყინავს და ფაქტობრივად შეუცვლელ ფიგურად ითვლება, თუმცა მისი ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელი გუნდის მასშტაბით...


მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელი წინახაზელი „მერენგების“ რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, მაგრამ „რეალი“ მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც ვინის სამეფო კლუბში დარჩენას 2028 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.

ამასთან ერთად დაახლოებით 55%-ით გაიზრდება წინახაზელი შემოსავალი, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევროს მიაღწევს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება ოფიციალურად ზაფხულში გამოცხადდება.

კომენტარები: