რამდენ ხანს იუქმებს რობერტო ფირმინო? - კლოპის კომენტარი

06 ნოემბერი 2021, შაბათი


რობერტო ფირმინო "ატლეტიკოსთან" მატჩში მეორე ტაიმის სტარტზე შემოვიდა, თუმცა მან მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ვერ მოახერხა. ბრაზილიელს ეტყობოდა, რომ რაღაც დაიზიანა და მისი გაყვანის მიზეზიც სწორედ ეს იყო.

დღევანდელ ინტერვიუში, კლოპის თქმით, ფირმინომ მუხლქვეშა მყესი დაიზიანა. ეს მერსესაიდელთა გულშემატკივრებისთვის გულდასაწყვეტი უნდა იყოს, რადგან ამის გამო ბრაზილიელი გუნდს 4-დან 6 კვირამდე ვერ დაეხმარება. კლოპის თქმით:

"ეს კარგი ნიუსი ნამდვილად არაა. ბობის ეს ტრავმა ძალიან უიღბლობაა. მისი დაბრუნების ზუსტი დრო არ ვიცით, თუმცა ის საერთაშორისო შესვენების შემდეგაც არ იქნება მზად."

მან, ასევე, ლაზარეთის 2 წევრზე, კურტის ჯონსზე და ჯო გომესზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივე მათგანი საერთაშორისო შესვენების შემდეგ უნდა დაბრუნდეს. ჯონსის არ ყოფნის მიზეზი, ვარჯიშის დროს გაკაწრული თვალი გახლავთ.


კომენტარები: