მსურველი იტალიიდან - აზარის წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალი" თავის შემტევ ნახევარმცველთან, ედენ აზართან განშორების წინააღმდეგი არ არის.

ბელგიელი ფლეიმეიქერის სახელი მომენტალურად დაუკავშირეს პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს, ABC-ის აზრით კი ფავორიტად ტურინის "იუვენტუსი" მოიაზრება.
გამოცემა ხაზს უსვამს "სამეფო კლუბსა" და "ბებერ ქალბატონს" შორის არსებულ კარგ ურთიერთობას, რაც წარსულში არაერთი განხორციელებული ტრანსფერით იქნა დამტკიცებული.

"ბიანკონერის" მიზანია "ბლანკოსის" გამთამაშებლის განათხოვრების წესით აყვანა, თუმცა ესპანელების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, რადგან არაა გამორიცხული, რომ პრიორიტეტი იყოს გაყიდვა და არა იჯარა.


კომენტარები: