"ბაიერნი" "ნანტის" თავდამსხმელით ინტერესდება - ბრძოლაშია "ტოტენჰემიც"

01 ნოემბერი 2021, ორშაბათი


საფრანგეთის ლიგა ერთში ახალი ვარსკვლავი იბადება და ევროპული კლუბები მას უკვე აკვირდებიან.

საუბარია 22 წლის რანდალ კოლუ მუანიზე, რომელიც "ნანტში" ასპარეზობს და მისით უკვე ინტერესდებიან როგორც მიუნხენის "ბაიერნი", ასევე ლონდონის "ტოტენჰემი".

FootMercato-ის ინფორმაციით, კოლუ მუანი იმყოფება "ბორუსია მიუნხენგლადბახისა" და "აინტრახტ ფრანკფურტის" რადარებზეც.

მნიშვნელოვანია რანდალის საკონტრაქტო მდგომარეობაც. მას "ნანტთან" ხელშეკრულება გაისად ეწურება, ამიტომ იანვრიდან უკვე შეეძლება, რომ სხვა კლუბებთან დაიწყოს მოლაპარაკებები.

წყაროს თანახმად, "ტოტენჰემის" სპორტული დირექტორი, ფაბრიციო პარატიჩი უკვე გავიდა თავდამსხმელის წარმომადგენლებთან კონტაქტზე.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ახალგაზრდამ თავი 10 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა. მიმდინარე მარათონში მას 10 მატჩი აქვს ჩატარებული, მონაგარი კი ასეთია: 2 გოლი, 3 ასისტი

კომენტარები: