ვინისიუსმა "ბარსას" ფანები გააჩუმა - რა მოხდა გუშინდელ შეხვედრაში

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონას" ეწვია და მინიმალური ანგარიშით, 1-2 გაიმარჯვა.

მატჩის 87-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ მოედნიდან ვინისიუს ჯუნიორი გაიყვანა, რომელსაც შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

"ბლაუგრანას" ქომაგები ბრაზილიელ შემტევს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისი წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდნენ.

ვინისიუსმა ამის საპასუხოდ, ხელი ტაბლოსკენ გაიშვირა და გულშემატკივრებს მატჩის ანგარიში დაანახა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა შემტევმა იგივე ქმედება "სან სიროზე", "ინტერთან" მატჩის დროსაც განახორციელა.

კომენტარები: