მორიგი რეკორდი - რონალდუ სოციალურ ქსელშიც პირველია

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


გუშინ, კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს აცნოba, რომ ის და მისი მეუღლე, ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან.

პორტუგალიელმა პოსტი სოციალურ ქსელში, კერძოდ კი ინსტაგრამზე განათავსა და სულ მალე, ამ ფოტომ რეკორდებიც მოხსნა.


სპორტსმენების მიერ განთავსებულ არც ერთ ფოტოს არ ჰქონია ამაზე მეტი მოწონება - რონალდუს პოსტი უკვე 25,5 მილიონ რეაქციას აცდა.

ამასთან ერთად, ეს ფოტო ინსტაგრამის ისტორიაში მე-4 ყველაზე მოწონებადი პოსტია და თანაც, მისი დადებიდან ჯერ 1 დღეც არ გასულა.

მოწონებების რეკორდს კრის გოდფრის კვერცხის ფოტო ფლობს, რომელიც ტრენდად იქცა და 55.4 მილიონი გამოხმაურებაც ჰპოვა.

ისე კი, სპორტსმენების პოსტებს შორის აქამდე რეკორდს ლიონელ მესის პირველი პარიზული ფოტო ფლობდა - 22.1 მილიონი რეაქცია.


კომენტარები: