"რონალდუს მესიზე წინ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავაყენებ", - მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


უელსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რობი სევიჯმა კრიშტიანუ რონალდუსა ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ლიონელ მესის ("პსჟ") დაპირისპირების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ვფიქრობ, გადამწყვეტი სეზონია, რომლის შედეგების მიხედვითაც რონალდუს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებენ. მესის "პსჟ"-ში საუკეთესო სტარტი არ აქვს, რამდენიმე ტრავმა ჰქონდა".

"რონალდუმ სწრაფად მიაღწია წარმატებას ესპანეთში, პორტუგალიაში, პრემიერ ლიგაში, იტალიაში, ახლა კი ინგლისში 36 წლის ასაკში კვლავ ბრწყინავს".

"ვიტყოდი, რომ ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის ამ ორ უდიდეს ფეხბურთელს შორის უკეთესი. თუ რონალდუ პრემიერ ლიგაში 20 გოლს გაიტანს, მესის კი ლიგა 1-ში პრობლემები ექნება, მაშინ ვიტყვი, რომ კრიშტიანუ ისტორიაში საუკეთესოა", - განუცხადა სევიჯმა William Hill-ს.


კომენტარები: