კუმანი: "აგუერო მზადაა სასტარტოდან დაიწყოს, ან სრული მეორე ნახევარი ჩაატაროს"

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სერხიო აგუეროზე ილაპარაკა, რომელმაც გასულ კლასიკოში „ბარსას“ მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

„აგუერო მზადაა, მოედანზე უფრო მეტი დრო გაატაროს, თუმცა არა მთელი 90 წუთი.

თუმცა, მას შეუძლია მატჩი სასტარტოდან დაიწყოს, ან მოედანზე სრული მეორე ტაიმი ჩაატაროს.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.

27 ოქტომბერს ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბარსელონა“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრება.

აგუერო „ბლაუგრანას“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც „სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა.


კომენტარები: