"ვინც მკვლელს ეძახით მიშას, მაჩვენეთ ეს და...", - მაია დარსმელიძე

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


"ვინც მკვლელს ეძახით მიშას, მაჩვენეთ ეს და...", - მაია დარსმელიძე


მუსიკოსი, მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბროს და ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია.

"მიშა პოლიტპატიმარია. მიუხედავად ყველა შეცდომისა - პოლიტპატიმარია.
ვინც მკვლელს ეძახით, მაჩვენეთ პირადად მიშაზე აღძრული ერთი მაინც მკვლელობის საქმე! ქვეყანას რომ მართავდა იმ პერიოდში, ამიტომ თვლით მკვლელად?! მაშინ დღეს, როდესაც ადამიანებს ქათმებივით ხოცავენ, ვინ არის მკვლელი???

მიაწერეთ მაშინ ყველა უბედურება, რაც 2012- დან დღემდე ხდება ბიძინას…
ამავე ლოგიკით თქვენი ნავთლუღის დიპლომიანი ტიკარაძის ირიბად და ბიძინას - პირდაპირი ბრალია, კოვიდმა 10 000 ადამიანი რომ მოკლა.
რაფალიანცი, მაჩალიკაშვილი… რა ჩამოთვლის? საქართველოზე შეყვარებულ ტურისტებს რომ ჩეხავს მშვიდად ასუნთქებული კრიმინალი… ბავშვებს რომ აუპატიურებენ და კლავენ წარმოუდგენლად “ჰუმანური” ამნისტიით ციხიდან გარეთ გამოგდებული პედოფილები და მანიაკები….
ამავე ლოგიკით მკვლელი ყველა ის გაჩუმებული ხართ, ვინც ამ განუკითხაობას კვლავ მხოლოდ “გაგებით ეკიდებით”… ვისაც თქვენი უმოქმედობით და კონფორმიზმით წვლილი შეგაქვთ ადამიანის განადგურებაში. ქოცური ზიზღით გაჟღენთილ რევანშში…

აქვე აღვნიშნავ, მეათასედ, რომ მე, თქვენგან განსხვავებით, არავის ფანკლუბში არ ვარ და მხოლოდ ჩემ სინდისთან მინდა ვიყო სუფთა და მართალი. დიახ, მე იმ ხელმომწერთა სიაში ვარ და მირჩევნია ამის გამო ვიღაცებს არ გიყვარდეთ, ან - გეზიზღებოდეთ კიდეც, მაგრამ საკუთარ თავთან - საკუთარი სახე მქონდეს შენარჩუნებული", - წერს მუსიკოსი.


კომენტარები: