„ძვირფასო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ ილია მეორე ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის“ - ილია ჭიღლაძე

22 ოქტომბერი 2021, პარასკევი


„ძვირფასო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ ილია მეორე ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის“ - ილია ჭიღლაძე


დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მას ურჩევს რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მიმართ მლიქვნელობას მოეშვას, ვინაიდან ის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. „ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველოს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად.

 ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტიურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტიურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ.

 თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ. დეკანოზი ილია ჭიღლაძე 20.19.2021“, - წერს დეკანოზი.

.....


კომენტარები: