TS: "მანჩესტერი" მზადაა დიბალას სანაცვლოდ ვარსკვლავი დათმოს
როგორც მოგეხსენებათ, პრესაში არ წყდება საუბარი დიბალას შესაძლო წასვლაზე.
"TuttoSport"-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დიბალას სანაცვლოდ ტურინელებს პოლ პოგბა შესთავაზონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ფრანგი "იუვეს" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში კი მის მიმართ ინტერესი განელდა.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: