იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთ რეკორდს მიუახლოვდა

24 ოქტომბერი 2021, კვირა


იტალიის ჩემპიონატის რიგით მეცხრე ტური სტეფანო პიოლის "მილანისათვის" მეტად დრამატული და დაძაბული გამოდგა. 

საბოლოო ჯამში "მილანელებმა" სტუმრად "ბოლონია" 2-4 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ. 

კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა შემატა საკუთარ აქტივს. 

შვედმა 16 - ე წუთზე ჯერ ლეაოს გაატანინა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერტილი 90 - ე წუთზე გატანილი გოლით დასვა. 

ამ გოლით ზლატანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკორდს მიუახლოვდა კერძოდ, ის გახდა რიგით მეოთხე ასაკოვნი ( 40 წლის და 20 დღის ) ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში ვინც გოლის გატანა შეძლო. 

თავის დროზე ეს ყველაზე ასაკოვანის სტატუსით პიეტრომ ( 40 წლის და 47 დღის ), სილვიო პიოლიმ ( 40 წლის და 131 დღის ) და ბილი კოსტაკურტამ ( 41 წლის და 25 დღის ), შეძლეს.

კომენტარები: