ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი გაირკვა

მილანმა" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, იტყობინება იტალიური კლუბის პრესსამსახური.
38 წლის შვედი სუპერვარსკვლავი "როსონერის" ღირსებას 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.
ასე და ამგვარად, ზლატანი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს იტალიურ გრანდში. პრესის ცნობით, იბრაჰიმოვიჩი ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ვეტერანი თავდამსხმელი "მილანში" 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და სერია ა-ში ჩატარებულ შეხვედრაში 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: