"ინგლისის ნაკრებში ორჯერ მიწვევდნენ... შოტლანდიაში როგორ დავბრუნდებოდი?"

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მას ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას კარიერის განმავლობაში ორჯერ სთავაზობდნენ.

ორივე შემთხვევაში ფერგიუსონმა ინგლისის ნაკრები უარით გაისტუმრა. მან ეს გადაწყვეტილება ახსნა.

"ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. მეორედ მარტინ ედვარდსით დამიკავშირდნენ. მაშინ ვუთხარი: "უბრალოდ, დაივიწყე, არ ვარ დაინტერესებული". გადაწყვეტილება მალე მივიღე, 10 წამში.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ, შემდეგ შოტლანდიაში როგორ დავბრუნდებოდი. ღმერთო, ჩემო!", - თქვა ფერგიუსონმა.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ინგლისის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში შინ უნგრეთს ვერ მოუგო - 1:1. 20 ქულით ინგლისელები ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

კომენტარები: