ფაბრეგასი: "მესიმ მითხრა, რომ "ბარსასთან" ახალ კონტრაქტს აფორმებდა"

17 ოქტომბერი 2021, კვირა


"ბარსელონას" ექსნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ახლა ფრანგული "მონაკოს" ღირსებას იცავს, ინტერვიუ Prime Video Sport-ს მისცა.

სესკს კითხვა ლეო მესის შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან ვრცელი პასუხი გასცა.

"ბარსას" განცხადების გავრცელებიდან ერთი კვირით ადრე, მე და ლეო ერთად ვისვენებდით და მან მითხრა, რომ ახალ კონტრაქტთან ძალიან ახლოს იყო და შემდეგი კვირიდან ვარჯიშს დაიწყებდა. აქედან 5 დღეში კი თქვა, რომ მისი "ბარსელონაში" დარჩენა შეუძლებელი გახდა.

ძალიან დავსევდიანდი, რადგან მე ლეოს მეგობარი და "ბარსას" ქომაგი ვარ. მიუხედავად ამისა, მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ამ სეზონში მესის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა," - თქვა სესკმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ამა წლის 5 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რამაც მესის "ბარსელონური" კარიერის დასასრული აშკარა გახადა.

34 წლის მეგავარსკვლავს "კამპ ნოუზე" დარჩენა ძალიანაც სურდა, თუმცა ლა ლიგის რეგულაციებმა და "ბლაუგრანას" ფინანსურმა მდგომარეობამ ეს შეუძლებლად აქცია.


კომენტარები: