ბართომეუ: „ეს არათუ არასწორი მენეჯმენტის, არამედ პანდემიის ბრალია"

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, "Diario Sport-თან" კლუბის ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა:

„ისეთი სერიოზული სიტუაცია არ არის, როგორც აღწერა კლუბმა. „ბარსელონა" არ არის ეკონიმიკურად ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ გაუმკლავდეს გადასახადებს. კლუბი არ გაკოტრებულა, რომ ფუნქციონირება ვერ შეძლოს. ეს არათუ არასწორი მენეჯმენტის, არამედ პანდემიის ბრალია."

როგორც იცით, ახალმა ბორდმა გამოაშკარავა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალი იმდენად არაა შესამჩნევი, რამდენადაც წინა მმართველობის არასწორი ქმედებები.


კომენტარები: