აგუერო: საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც ფანები ჩემ სახელს წარმოთქვამდნენ

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


"ბარსელონას" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კატალონიურ გუნდში ოფიციალური დებიუტისა და "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც "კამპ ნოუ" ჩემ სახელს სკანდირებდა. იმედი მაქვს, მოედანზე გულშემატკივრებს დავაჯილდოვებ. ფანების მიღებით ბედნიერი ვარ.

ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდი. დღეს მოგება მნიშვნელოვანი იყო.

ფატი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. გუნდში მისი ყოლით მოხარული ვარ.




კომენტარები: