რონალდუს განცხადება ჰეთ-თრიქის შემდეგ

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუქსემბურგთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"კიდევ ერთი მოგება და კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ. მორიგი ისტორიული საღამო ჩვენს ნაკრებში! ყველაფერი უფრო იოლი ხდება, როცა სახლში თამაშობ, შენი გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც პირველივე წუთიდან გქომაგობენ.

პირობა დავდე, რომ წინსვლისკენ სწრაფვას არასდროს შევწყვეტდი. ეს ჩემსა და ჩვენს დნმ-შია და ბოლომდე კმაყოფილები არასდროს ვართ, ყოველთვის მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძვით. წინ, პორტუგალია!'' - დაწერა რონალდუმ ინსტაგრამის პირად გვერდზე.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრში პორტუგალიამ ლუქსემბურგს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა, კრიშტიანუმ მატჩში ჰეთთრიკი გაიფორმა.


კომენტარები: