ზიდანი: "იმედი მაქვს, ხალხის წარმოდგენა ლიგა 1-თან დაკავშირებით შეიცვალა"

20 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ლიგა 1-ის გუნდების წარმატებების შესახებ ისაუბრა:

"ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ლიგა 1-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ორი წარმომადგენელი ჰყავდა. დიდებული შედეგია!

იმედი მაქვს, ხალხის წარმოდგენა ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით შეიცვლება, რადგან საფრანგეთში ყოველთვის დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ.

პარი სენ-ჟერმენის ფინალში გასვლა - დამსახურებულია, ისევე როგორც ლიონის წარმატება", - განაცხადა ფრანგმა ტაქტიკოსმა.


კომენტარები: