ოქროს ბურთის სამი კანდიდატი ცნობილია - არის თუ არა ბენზემა სიაში

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ფრანგულ გამოცემა L'Equipe-ში ფიქრობენ, რომ მიმდინარე წლის ოქროს ბურთს სამი მთავარი კანდიდატი ჰყავს.

ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა - ეს სწორედ ის სამეულია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების დიდი შანსი აქვს.

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ფორვარდმა ერთა ლიგაზე ნაჩვენები პერფორმანსების შემდეგ საკუთარი შანსები ერთი-ორად გაზარდა.

გამოცემის ცნობით, ოქროს ბურთის გაცემამდე სამი მთავარი კრიტერიუმი მოწმდება:

  1. ინდივიდუალური და გუნდური მიღწევები 2021 წელს
  2. მოთამაშის კლასი (ტალანტი)
  3. მოთამაშის განვლილი კარიერა
შეგახსენებთ, რომ ბენზემამ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 10 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებენ.

კომენტარები: