რა გააკეთა რამოსმა რონალდუს წასვლის შემდეგ - შეუფერებელი საქციელი

24 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" რიგები დატოვა და "იუვენტუსს" შეუერთდა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წასვლის შემდეგ, სერხიო რამოსმა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მიმართა.

ახალ კაპიტანს ხელფასის გაზრდა სურდა და თვლიდა, რომ ანაზღაურების სახით იმაზე მეტი უნდა მიეღო, ვიდრე თვით რონალდუ იღებდა.

რა თქმა უნდა, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ ესპანელის თხოვნას უარით უპასუხა, საბოლოოდ კი, 3 წლის შემდეგ, მან გუნდის რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს რამოსი კონტრაქტის გახანგრძლივების მიზნით პიკეს ხელფასის არგუმენტსაც იყენებდა.

კომენტარები: