მბაპე "რეალში" ვერ გადავა თუ ამას არ გააკეთებს - სენსაციური ინფორმაცია

21 თებერვალი 2022, ორშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი ვარსკვლავის დამატებას გეგმავს.

მადრიდელთა მთავარი სამიზნე "პარის სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი კილიან მბაპეა, რომლის "ბლანკოსში" ტრანსფერის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.

თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. კილიანის გუნდში დატოვებას, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობის გარდა რამდენიმე სახელოვანი ადამიანი და მათშორის საფრანგეთის პრეზიდენტიც ცდილობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, გამოცემა "Time Sport"-მა განახლებული ინფორმაცია შეგვტაყობინა.

როგორც ირკვევა, კილიანს უკვე უთხრეს, რომ იგი ვერასდროს აისრულებდა ბავშობის ოცნებას ("რეალში" თამაში) თუ ფრანგი პარიზელებთან არაფორმალურ შეთანხმებაზე უკან დაიხევდა.

ასე და ამგვარად, აბსლოიტურად მთელი საფრანგეთი მბაპეს პარიზში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს და თუ სად გააგრძელებს კილიანი თავის კარიერას ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ.

კომენტარები: