"ან ახლა ან არასდროს!" - "რეალმა" მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა

21 თებერვალი 2022, ორშაბათი


მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ მადრიდის "რეალთან" საოცარი მატჩი ჩაატარა და 94-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, ის პარიზში გმირად შერაცხეს.

ბუნებრივია, მსგავსი შეხვედრის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა მის დატოვებაში კიდევ უფრო დარწმუნდა და მის დათანხმებას სხვადასხვა ხერხით ეცდება.

ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ, შესაძლოა, კილიანმა ფრანგულ კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმოს, რათა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს "პსჟს" რიგებში შეხვდეს.

ამასთან დაკავშირებით, "სამეფო კლუბში" გადაწყვეტილება მიიღეს და გუნდის ხელმძღვანელობამ მბაპეს ულტიმატუმიც კი წაუყენა.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სუპერვარსკვლავი სამშობლოში დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მისთვის "ბლანკოსის" კარები სამუდამოდ დაიხურება და მას ბავშვობის ოცნების ასრულება არ შეეძლება.

ასე და ამგვარად, "რეალი" მბაპეს ბოლო შანსს აძლევს, ყველაფერი კი საბოლოოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაირკვევა.


კომენტარები: