"შოკში ჩავვარდი", - დე იონგმა გაიხსენა, თუ სად და როგორ შეიტყო ბარსელონადან მესის წასვლის შესახებ

21 თებერვალი 2022, ორშაბათი


"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ისაუბრა, თუ როგორ გაიგო კლუბიდან თავდამსხმელ ლიონელ მესის წასვლის შესახებ.

"პირველ რიგში, ვიფიქრე, რომ ეს სიმართლე არ იყო. მამაჩემი და ჩემი ძმა მომყავდა აეროპორტიდან, როცა შეტყობინება მივიღე: "მესი "ბარსელონას" ტოვებს".

მოგვიანებით მიღებული სიგნალების თანახმად, ეს ნამდვილად ხდებოდა".

"თავიდან უბრალოდ არ გჯერა, თან ჭორები მთელი ზაფხულის მანძილზე ვრცელდებოდა. არასოდეს ვიღებდი ამ ცნობებს სერიოზულად, ამიტომაც მომხდარმა შოკში ჩამაგდო".

"კლუბის სახე გახლდათ, მისი წასვლა ყველასათვის მძიმე დარტყმა იყო, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც "ბარსელონასთვის" გააკეთა".

"მართლაც გვაკლია. როცა მისნაირი ფეხბურთელი მიდის, ყველაფერი გაცილებით რთულდება", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს The Guardian-ი.

მოგეხსენებათ, მესიმ "ბარსელონა" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კონტრაქტი "პსჟ"-სთან გააფორმა.


კომენტარები: