"მესიმ სისწრაფე და მკვლელის ინსტინქტი დაკარგა", - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი
ტრუას" მცველმა, ადილ რამიმ, რომელსაც თავის დროზე ლა ლიგაში "ვალენსიასა" და "სევილიას" ღირსება დაუცვია, თავდამსხმელ ლიონელ მესის "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენი ჩემპიონატი ახალ დონეზეა და ეს ძალიან მიხარია. ხალხი გილოცავს, როცა ამ ლიგაში ბრუნდები. ადრე ასე არ იყო", - ციტირებს 35 წლის ფრანგი უკანახაზელის სიტყვებს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი.
"რაც შეეხება მესის, ყოველთვის ჩემს ზურგს უკან ჩნდებოდა, თამაშგარეში, შემდეგ ნელა ბრუნდებოდა, მოედნის ცენტრამდე მიდიოდა, კვლავ წინსვლას იწყებდა და პედროსთან ათამაშებდა ბურთს. შთამბეჭდავი იყო".
"ახლა უფრო ფლეიმეიქერია, ასე რომ მცველებისთვის უფრო მარტივია, ლოდინი შესაძლებელია. არა მგონია, ისეთი აჩქარებები შეეძლოს, როგორც ადრე", - დასძინა რამიმ.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: