"პსჟსთან" მარცხს ანჩელოტის პერესთან საუბარი მოჰყვა - რა მოხდა შეხვედრაზე

20 თებერვალი 2022, კვირა


მადრიდის "რეალმა" პარიზი დამარცხებულმა დატოვა. "სამეფო კლუბის" გასახდელში მატჩის შემდეგ სრული სიჩუმე იყო და მოთამაშეებმა წაგება მძიმედ გადაიტანეს.

"ბლანკოსმა" მატჩის პირველი 10 წუთი კარგად ჩაატარა, ფეხბურთელები "პარკ დე პრენსის" არენაზე ადაპტაცია მარტივად მოახერხეს, თუმცა ამის შემდეგ გუნდისგან მხოლოდ აჩრდილი დარჩა.

დარჩენილი დროის განმავლობაში, მოედანზე მხოლოდ ერთი კლუბი, "პარი სენ-ჟერმენი" იყო და ფრანგებმა გამარჯვება 100%-ით დაიმსახურეს.

ტონი კროოსსა და ლუკა მოდრიჩს საუკეთესო დღე არ ჰქონიათ - ნახევარმცველებმა ბევრი მარტივი პასი არაზუსტად შეასრულეს, ტრავმიდან ახლადდაბრუნებული ფერლან მენდი კი, თითქოს, მოედანზე სულაც არ ჩანდა.

დანი კარვახალი კარვახალი კილიან მბაპემ აშკარად დაჩაგრა, ასენსიოსა და ვინისიუსს შეტევაში არაფერი შეუქმნიათ, ბენზემა კი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ყოფილა. 

უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი "რეალის" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც მძიმედ გადაიტანეს.

მატჩის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა და მათ მარცხის შესახებ ისაუბრეს.

"მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ერთნაირი გრძნობა გვქონდა: ჩვენ გვტკიოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

1:0 არც ისე ცუდია. ოთხშაბათს საუკეთესო ის მოხდა, რომ ტაბლოზე უარესი ანგარიში არ დაფიქსირდა", - აი, რა თქვა ანჩელოტიმ პერესთან შეხვედრაზე.

კომენტარები: