ვინ განავითარა 2020 წელს ყველაზე მაღალი სიჩქარე

11 ნოემბერი 2020, ოთხშაბათი'


მსოფლიოს ბევრი სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს და გულშემატკივარს უამრავი წარმოუდგენელი სპრინტი უნახავს. გთავაზობთ 2020 წლის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეექვსე ადგილზე გავიდა. 35 წლის ფორვარდმა, ასაკის მიუხედავად 34,60 კმ/სთ განავითარა.

პირველი ადგილი "ბაიერნის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა ალფონსო დეივისმა დაიკავა (36,51 კმ/სთ). მას აჩრაფ ჰაკიმი (36,48) და ადამა ტრაორე (36,21) მოყვნენ. ხოლო ხუთეული ერლინ ჰოლანდმა და კილიან მბაპემ თანაბარი შედეგით შეავსეს – 36,04 კილომეტრი საათში.


კომენტარები: