ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეების რეიტინგი - ათეულში ხუთი სპორტსმენი მოხვდა

03 სექტემბერი 2020, ხუთშაბათი


Forbes-მა ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეების რეიტინგი შეადგინა.

ათეულში ადგილების ნახევარი სპორტსმენებმა დაიკავეს.

მესამე ადგილზე როჯერ ფედერერი გავიდა, რომლის შემოსავალმაც 106.3 მილიონი დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან კრიშტიანუ რონალდუ (105 მლნ დოლარი) და ლეო მესი (104 მილიონი დოლარი).

მეშვიდე ადგილზე ნეიმარი იმყოფება (95.5 მილიონი), მეცხრე კი, კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია (88.2 მილიონი).

სრული ათეული ასე გამოიყურება:

1. კაილი ჯენერი - 590 მილიონი

2. კანიე უესტი - 170 მილიონი

3. როჯერ ფედერერი - 106.3 მილიონი

4. კრიშტიანუ რონალდუ - 105 მილიონი

5. ლიონელ მესი - 104 მილიონი


6. ტაილერ პერი - 97 მილიონი

7. ნეიმარი - 95.5 მილიონი

8. ჰოვარდ სტერნი - 90 მილიონი

9. ლებრონ ჯეიმსი - 88.2 მილიონი

10. დუეინ ჯონსონი - 87.5 მილიონი.


კომენტარები: