რონალდუ ემოციებს ვეღარ აკონტროლებს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ

13 თებერვალი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუს უკვე ზედიზედ 6 მატჩია გოლი ვერ გააქვს, "მანჩესტერ იუნაიტედიც" ძალიან ცუდად გამოიყურება და ჯამში, ოლდ ტრაფორდზე ქაოსია.

ამჯერად, "იუნაიტედმა" საშინაო არენაზე "საუთჰემპტონი" ვერ დაამარცხა, რონალდუმ კი რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და საკუთარ თავზე გაბრაზდა.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, მატჩის შემდეგ კრიშტიანუ ძალიან გაღიზიანებული იყო და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, თუმცა იქამდე მცირე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

რონალდუმ "საუთჰემპტონის" მცველ ჯეკ სტივენსთან რაღაც მომენტის გარჩევა დაიწყო, თუმცა მალევე დაშოშმინდა და გასახდელისკენ გაეშურა.

პორტუგალიელის სახეზე დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება გამოიხატებოდა, რაც საკმაოდ ლოგიკურია.

"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები: