რონალდუ ვარჯიშზე გაბრაზდა - ის 3 ფეხბურთელი, ვისაც კრიშტიანუ ეჩხუბა

17 იანვარი 2022, ორშაბათი
j2-Shbu2-Pk-GNci-Czt


"მანჩესტერ იუნაიტედში" კვლავ სრული ქაოსია და ყოველდღიურად, ოლდ ტრაფორდიდან უფრო მძიმე ინფორმაციები ვრცელდება.

უკვე ცნობილია, რომ რალფ რანგნიკმა სიტუაცია ვერ გამოასწორა და "მანჩესტერის" ბევრი ფეხბურთელია უკმაყოფილო, ამას კი ახალი ცნობაც დაემატა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერის" ვარჯიშზე მცირე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რადგან კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე თანაგუნდელს მონდომება დაუწუნა.

როგორც მედიაში იწერება, ეს ფეხბურთელები ჰარი მაგუაიერი, ლუკ შო და აარონ ვან-ბისაკა არიან. ინგლისელები უკმაყოფილოები არიან რონალდუსგან ასეთი ქცევის გამო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება გუნდის წარმომადგენლებს, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის.


კომენტარები: