ბარსელონამ ჰოლანდის ალტერნატიული შეარჩია, თუ ნორვეგიელის შეძენა ვერ მოხერხდა

12 თებერვალი 2022, შაბათი


„ბარსელონამ“ უკვე იცის, თუ ვის შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის დამატება ვერ მოხერხდა.

Sport.es-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი ფორვარდის ალტერნატივად კატალონიურ გრანდში „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკი მოიაზრება.

„ბარსელონა“ შვედ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და თავად ისაკიც „კამპ ნოუზე“ თამაშზე ოცნებობს.

„ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩი“, როგორც მას შვედეთში ეძახიან, „სოსიედადში“ 2019 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, Transfermarkt ამჟამად მას 40 მლნ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში პრიმერაში 22 წლის ისაკმა 19 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. 


კომენტარები: