"ბარსას" და "რეალს" საერთო სამიზნე ჰყავთ - სატრანსფერო ბრძოლა იწყება

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


La Gazzetta dello Sport-მა "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის ახალი სატრანსფერო ბრძოლის დაწყების შესახებ გვამცნო.

იტალიური გამოცემის თანახმად, ხსენებული კლუბები "ნაპოლის" ნახევარმცველით, ელჯიფ ელმასით ინტერესდებიან.

ჩრდილოეთმაკედონიელი შუახაზელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, რამაც იგი გრანდების რადარზე მოაქცია.

22 წლის ფეხბურთელს "პარტენოპეის" მაისურით ამ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტი აქვს.

ელჯიფს ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ამიტომ მისი სამხრეთ იტალიიდან წამოყვანა რთული იქნება.

ცნობისთვის, Transfermarkt.com-ი ელმასს 17 მილიონ ევროდ აფასებს.


კომენტარები: