გვარდიოლა ჰარი კეინს არ ივიწყებს

27 დეკემბერი 2021, ორშაბათი


„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, გუნდში „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის მიყვანით კვლავაც დაინტერესებულია.

ზაფხულში ინგლისელი ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა „ტოტენჰემმა“ მის გაშვებაზე კატეგორიული უარი თქვა.

The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 28 წლის კეინი მისი გუნდისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან მას შეუძლია შეტევაში სხვადასხვა პოზიციებზე ერთნაირი წარმატებით თამაში. 

ტრანსფერის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ „ტოტენჰემს“ ფეხბურთელის გაშვება კვლავაც კატეგორიულად არ სურს. 

„სიტიში“ გადასვლა გასულ ზაფხულს თავად კეინსაც ძალიან სურდა, იმდენად რომ ვარჯიშების გამოტოვებასაც კი მიმართა, თუმცა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობაზე ამან ვერ იმოქმედა.

მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადამემა მიითვალა, მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გაფორმებული, Transfermarkt კი მის ღირებულებას 100 მლნ ევროდ აფასებს.


კომენტარები: