ბარსელონა ფრანკ კესიესთან კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა - Marca

12 თებერვალი 2022, შაბათი


„მილანის“ 25 წლის ნახევარმცველმა ფრანკ კესიემ ზაფხულიდან კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს.

Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელით „ბარსელონა“ ინტერესდება. 

ესპანური გამოცემის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ივუარიელის დამატებით „ბარსას“ იმედი აქვს, რომ 33 წლის სერხიო ბუსკეტსის ჩანაცვლებას მოახერხებს.

კესიეს „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მხარეები ფინანსური საკითხის გამო თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. 

შესაბამისად, თუ შეთანხმება რეალურად მიღწეული იქნება, კესიე „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში შუახაზელმა „მილანის“ მაისურით სერია ა-ში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 

კომენტარები: