ნეიმარმა ვარჯიში დაიწყო - პსჟ-ში იმედი აქვთ, რომ ის რეალთან ითამაშებს

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს, რომლის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიში უკვე დაიწყო.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მადრიდის რეალს ეთამაშება. პირველი მატჩი პარიზში 15 თებერვალს გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება მადრიდში კი 9 მარტს შედგება.
ნეიმარმა ტრავმა ნოემბრის ბოლოს მიიღო. ბრაზილიელმა კოჭის მყესები სენტ ეტიენი-პსჟ-ის შეხვედრაში დაიზიანა, რომელიც პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. თამაშის მიწურულს სენტ ეტიენის მცველმა ივან მასონმა ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა, რის შედეგადაც ფორვარდმა მარცხენა კოჭი გადაიბრუნა და მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვეღარ შეძლო. ის საკაცით გაიყვანეს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენის ღირსება საფრანგეთის ჩემპიონატის 10 მატჩში დაიცვა და 3-3 გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგაში ბრაზილიელმა 4 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: