ფირმინოს დაბრუნების თარიღი ცნობილი გახდა

16 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


"ლივერპულის" თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო მზადაა ხუთშაბათს საღამოს "ნიუკასლის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ფირმინომ გასული თვის დასაწყისში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა "ლივერპულის" ბოლო რვა მატჩი.

30 წლის ბრაზილიელი ახლა სრულად გამოჯანმრთელებულია. ნახევარმცველი კერტის ჯონსი, რომელმაც თვალის ტრავმა მიიღო, გუნდში დაბრუნებასთან აგრეთვე ახლოს არის.

"ბობი გუშინ სრულფასოვნად ივარჯიშა, ამიტომ ვიტყოდი, რომ ის მატჩისთვის ხელმისაწვდომია. კერტისმა პირველი ვარჯიში ნაწილობრივ გუნდთან ერთად ჩაატარა, ამიტომ მისი დაბრუნება აგრეთვე ახლოვდება.

სიმართლე გითხრათ, ისინი დაბრუნდებიან საჭირო დროს. ეს დატვირთული პერიოდია და ჩვენ გვჭირდება შემადგენლობის მთელი სიღრმე. ამ კალიბრის ორი მოთამაშის დაბრუნება ჩვენთვის კარგი ამბავია:, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.

კომენტარები: