ნეიმარმა ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო - ასწრებს თუ არა ბრაზილიელი რეალთან მატჩისთვის მომჯობინებას?

04 თებერვალი 2022, პარასკევი


პსჟ-ს“ შემტევი ნეიმარი ტრავმისგან გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევი უკვე ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეუდგა და გარკვეული დრო ვარჯიშზე თანაგუნდელებთან ერთადაც გაატარა.

„პსჟ-ში“ იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი „რეალთან“ პირველი მერვედფინალური მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ნეიმარმა ტრავმა ნოემბრის ბოლოს „სენტ-ეტიენთან“ შეხვედრაში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 3:1 მოიგეს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კარიერაში მეხუთედ ნეიმარი 2021 წლის საუკეთესო ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელად დასახელდა. 

„პსჟ“ „რეალს“ პირველ მატჩში 15 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 9 მარტს გაიმართება.

კომენტარები: