ლივერპულის ლეგენდა: "დეპაის შემდეგ, მანჩესტერმა კარიერა მარსიალსაც გაუფუჭა"

06 თებერვალი 2022, კვირა


ჯონ ბარნსმა ანტონი მარსიალის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრანგის რეგრესში მხოლოდ და მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დამნაშავე.

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ხარ, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. ანტონი მარსიალი აშკარად ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამიტომაც იყო მანჩესტერ იუნაიტედში, მაგრამ არ გამოუვიდა.

თავიდან მარსიალი ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ არასტაბილური იყო და ამან გამოიწვია მისი სამწუხარო დასასრული. ეს ჰგავს მემფის დეპაის სიტუაციას, როდესაც ის მანჩესტერ იუნაიტედში იყო.

მარსიალს ეს არ გამოუვიდა, მაგრამ ის ახალგაზრდაა და სურს გადავიდეს და იპოვნოს ადგილი, სადაც კლუბისთვის ნამდვილად კარგად ითამაშებს. სევილია შეიძლება იყოს მისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი.

მისი დრო მანჩესტერ იუნაიტედში არ უნდა იყოს მისი, როგორც ფეხბურთელის პოტენციალის ნამდვილი ასახვა", - განაცხადა "ლივერპულის" ლეგენდამ ფრანგის შესახებ.

კომენტარები: