"დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო! ახალ გაგახსენდა სამართალი?… " - გიორგი ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

05 დეკემბერი 2021, კვირა


"დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო! ახალ გაგახსენდა სამართალი?… " - გიორგი ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ


მიშას ეს 50 დღიანი სპექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – „დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს“ – ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს. „მიშა, მიშა“ – გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

 „ოპოზიციამაც და ამ მიშამაც საერთოდ გააწყალა გული… „ნაციონალებსაც“, „ოცნებასაც“, რუსებსაც, ანტივაქსერებსაც დავაყარე მიწა… იმიტომ, რომ არცერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე. მიშას 50-დღიანი ეს პექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – “დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს”, ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს „მიშა, მიშა“, გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა… დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო! თავის დროზე რომ იყავი მთავრობაში, სასამართლოს რატომ არ მიხედეთ კარგად? ვინ გიშლიდა? შენ რომ იყავი მთავრობაში, მაშინ რატომ არ გააკეთე, ახლა გაგახსენდა კარგი სასამრთლო?” – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.


კომენტარები: