იუვენტუსი მანჩესტერს არ დაკავშირებია, თავად მარსიალს - კი

19 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


„იუვენტუსს“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანტონი მარსიალის თაობაზე მოლაპარაკებები არ გაუმართავს.
იტალიელი ჟურნალისტის, რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გუნდი ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და პოტენციური ტრანსფერი განიხილა, თუმცა უშუალოდ კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ მარსიალით ნამდვილად არის დაინტერესებული და მზადაა ფეხბურთელი ამ ზამთარსვე იჯარით აიყვანოს, თუ „იუნაიტედი“ მისი ხელფასის გადახდაში დაეხმარება.
„იუვეს“ გარდა ფეხბურთელით „სევილია“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებიან, ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება უფრო დიდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სურს.
ანტონი მარსიალი „მან იუნაიტედში“ 2015 წელს „მონაკოდან“ 60 მილიონ ევროდ გადავიდა, ამ სეზონში მან გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.


კომენტარები: