ანჩელოტი პსჟ-სთან მატჩზე: "ბენზემას თაობაზე არ გავრისკავთ, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის"

04 თებერვალი 2022, პარასკევი


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

"ჯერ კიდევ არ ვიცით, შეძლებს თუ არა თამაშს, ინდივიდუალურად იმუშავა. თავს კარგად გრძნობს. ყველაფერს ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ. არ გავრისკავთ. თუ ექიმები იტყვიან, რომ ვერ ვითამაშებს, მაშინ ამას სხვა რომელიმე გააკეთებს".

– ბენზემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან მოახლოებული მატჩი გათვალისწინებული იქნება?

"გადაწყვეტილება ამაზე არ გახლავთ დამოკიდებული. როგორც ვთქვი, ბენზემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გავრისკავთ, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის".

"ბენზემამ ეს იცის. თუ თავს კარგად ვერ იგრძნობს, არ ითამაშებს. მაგრამ ჯერ არც კი ვფიქრობთ ამ მატჩზე", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნისი ეგიდით, "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 15 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები: